Friday, March 16, 2012

პროექტი - ექსკურსია ტყეში


პროექტის სახელწოდება
ექსკურსია ტყეში
პროექტის მთავარი იდეა
ბავშვები გაეცნონ ტყის მშვენიერებას და გააცნობიერონ,რომ ტყე მცენარეებისა სხვა ცოცხალი ორბანიზმების საარსებო გარემოა.
პროექტის აქტუალობა
ხდება ბუნების დანაგვიანება.
პროექტის მიზნები
  გააცნობიეროს, რომ ტყე მცენარეებისა და სხვა ცოცხალი ორგანიზმების საარსებო გარემოა.
  ჩამოაყალიბოს ტყეში ქცევის წესები.   გამოუმუშავდეს ტყისადმი მზრუნველობითი დამოკიდებულება.   შეაგროვოს მასალა ჰერბარიუმის დასამზადებლად.
მონაწილეთა ასაკი
7-8 წელი.   II კლასი.
ვადები. ხანგრძლივობა
ერთი თვე
მოსალოდნელი შედეგები. პროდუქტი რაც შეიძლება შეიქმნას.
ბავშვებს შეექმნებათ წარმოდგენა ტყის შესახებ.ჩამოაყალიბებენ ტყეში ქცევის წესებს. შეაგროვებენ ფოთლებს,მცენარეულ მასალას,რომელიც თავსდება  ქაღალდის ფურცლებს შორის.
პროდუქტის ძირითადი საჭირო რესურსები
მუყაოს პატარა ყუთები.(ტყეში შეგროვილი პატარა ზომის ბალახოვანი მცენარეების, ფოთლების,ყვავილების,ნაყოფების მოსათავსებლად.
პროექტის მსვლელობა
მასწავლებელს ბავშვები მიჰყავს ტყეში დანიშნულ ადგილზე მისვლისას. მასწავლებელი სვამს კითხვებს.
რომელი მცენარე იზრდება ამ ტყეში?
რომელია ამ მცენარეებიდან ხეები?
გვხვდება თუ არა ტყეში ბუჩქი?
კიდევ რა გვხვდება ტყეში?
დააკვირდით როგორ აღწევს მზის სხივები ტყეში?
რატომ არის ტყეში ჩრდილი?
ამის შემდეგ მასწავლებელი ბავშვებს ჰყოფს ორ ჯგუფად. ეძლევათ დავალება მოუსმინონ ფრინველების გალობას და გამოიცნონ რომელი ფრინველები ცხოვრობენ ტყეში. გამოვავლინოთ გამარჯვებული ჯგუფი და დავასაჩუქროთ ექსპრომტათ დამზადებული ტყის რესურსით. ჯგუფები ერთმანეთს ეჯიბრებიან ტყის შესახებ ლექსების მოყოლაში.
ყურადღება მახვილდება მცენარეთა ნორჩ ამონაყარზე. ბავშვები აგროვებენ მცენარის ღეროებს, ფოთლებს, ვავილებს, ჰერბარიუმის დასამზადებლად. ბავშვებს სურვილი აქვთ ტყეში დაანთონ კოცონი.მასწავლებელი უხსნის თუ სად უნდა დაანთონ კოცონი, რომ კოცონის დანთება არ შეიძლება გამხმარ ბალახში ან ხმელი ხეების ახლოს. კოცონი არ უნდა იყოს დიდი.რადგან ნიავმა შეიძლება გამოიწვიოს ხანძარი.ექსკურსიის დროს სუფრის გაშლა უწევთ მინდორში,ნარჩენებით არ შეიძლება დაანაგვიანონ მინდორი.ბავშვები დასკვნის შემდეგ აყალიბებენ ტყეში ქცევის წესებს და აკეთებენ  პლაკატს სახელწოდებით „ტყეში ქცევის წესები“.
1.ნუ მოტეხავ მცენარეების ტოტებს!
2. ნუ დაუნგრევ ცხოველებს ბუდეს!
3.ნუ გათელავ მცეენარეებს!
4.ნუ მოწყვეტ ყველა ყვავილს, თაიგულის შეკვრა შეიძლება იქ სადაც ბევრი ყვავილებია.
5.ნუ დაანაგვიანებ ტყეს!
6.ნუ დაანთებ კოცონს მცენარეებით დაფარულ ადგილას!
7.ანთებული კოცონი საგულდაგულოდ უნდა ჩააქრო!

საგნებთან კავშირი.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
კავშირი ბუნების მასწავლებელთან.
ბუნ.II.1 მოსწავლეს შეუძლია მცენარისა დაცხოველის სხეულის ძირითადი ნაწილების აღწერა.
პროექტის ხელმძღვანელი
მარეხი ტყავაძე
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა
marexitkavadze@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი
marexitkavadze.blogspot.com

Friday, March 2, 2012

 ორღულის   საჯარო  სკოლა.   დაწყებითი  კლასის  მასწავლებელი.